"ვტოვებთ აუდიტორიებს და გამოვდივართ გარეთ!" | ხვალ, ილიაუნისთან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზე ლექციები ჩატარდება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 21 ნოემბერს, 13:00 სთ-დან ვხვდებით ისევ ილიაუნის ა კორპუსის წინ! - ამის შესახებ ინფორმაციას "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა" ავრცელებს და სალექციო განრიგს აქვეყნებს. ლექტორები შეკრებილებთან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრებენ.

"დროის სხვადასხვა მონაკვეთში ლექტორები პროფესიული თვალსაზრისით შეაფასებენ პროტესტის გამოცდილებებს. გვესაუბრებიან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზე
გელოდებით ყველას!
დღის განრიგი:
13:00 ნენე კვინიკაძე
16:00 დათა თავაძე
17:00 ქეთი დევდარიანი
18:00 გია ბუღაძე
(სია განახლებადია; ჩაემატება სხვა ლექტორების ლექციებიც) ვტოვებთ აუდიტორიებს და გამოვდივართ გარეთ! ვიბრძვით თავისუფლებისთვის!გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი