თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში, საკარანტინო სივრცეში კაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი, - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი კვლევების ჩატარების მიზნით ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 960;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 819;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 28
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი