“გეგმა ხარ შენ” - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოტალურად გაყალბდა, რის გამოც თბილისის მსგავსად, პროტესტის კერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც უნდა იყოს.

“აუცილებელია, გავაპროტესტოთ ის, როგორც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, ამიტომ, საქართველოს დიდ ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს უკვე რამდენიმე დღეა, ვაპროტესტებთ”, - ამბობენ ისინი.

მათივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში თბილისში დაგეგმილ აქციასაც შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი