ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა! - ამ სახელწოდებით, 25 ნოემბერს, 09:00-ზე, პარლამენტის უკან აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "ჩემი ხმაა". მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ იმ დროს, როცა "ქართული ოცნება" პირველი სხდომის გამართვას აპირებს.

საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ.
თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.

25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა.

და რას ვაკეთებთ ჩვენ?

უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა!

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა!

25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი