"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - ზუგდიდის მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავს. აქცია-მსვლელობას უერთდებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები და სტუდენტები. 

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, არჩევნები გაყალბდა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებაა. ორგანიზატორები სამეგრელოს მოსახლეობას მოუწოდებენ 25 ნოემბერს დედაქალაქში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

"ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს არაფერი არ მოხდა. ამ ცენტრალური გზების გადაკეტვა რა მოსატანია იმ გზასთან, რომელიც ხელისუფლებამ გადაკეტა ევროპისკენ. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი წერტილი დავუსვათ ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოში.

"ქართული ოცნება" არის პარტია, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ხმები, გააყალბა არჩევნები და ამიტომ უნდა იყოს ხელახალი არჩევნები, ცესკო-ს რეფორმა.

განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემ სტუდენტებს, განათლებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა არის თავისუფალი. ჩვენ უნივერსიტეტის წესდებაში გვიწერია, ჩვენ ვართ ღია მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ამიტომ უნივერსიტეტი არსებობს იმიტომ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და წერტილი დავუსვათ ტოტალიტარიზმს და ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, დავიბრუნოთ სახე და ჩვენი რეალური ქვეყანა," - განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ და თსუ-ს ლექტორმა, თამარ ბელქანიამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი