"არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და მუდამ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის" | საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

გამოქვეყნდა:

ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და მუდამ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის ყველაფრის ფასად- სხვა მიწა, დროშა და ჰიმნი უბრალოდ არ გაგვაჩნია! - პროტესტს უერთდება საქართველოს უნივერსიტეტი და განცხადებას ავრცელებს.  

სტუდენტები  მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და გმობენ  ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალადობრივად დარბეულ მშვიდობიან აქციას. 

"ჩვენ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვაცხადებთ რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოგვპარეს მომავალი, წაგვართვეს ხმა. ამიტომაც არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და პარლამენტს არალეგიტიმურად ვცნობთ. ასევე ვგმობთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალადობრივად დარბეულ მშვიდობიან აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს, რომლებიც ამ მომენტშიც პატიმრობაში იმყოფებიან. ჯერ არაფერი არ დასრულებულა, მალე მთავარი, გადამწყვეტი ბრძოლა გველის. წინ 25 ნოემბერია - დღე, როდესაც უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის პირველი  სხდომა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და მუდამ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის ყველაფრის ფასად- სხვა მიწა, დროშა და ჰიმნი უბრალოდ არ გაგვაჩნია! საქართველო არასდროს იყიდებოდა და არც მომავალში არ გაიყიდება! საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ", - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი