EPP-ს რეზოლუციის პროექტი: ახალი არჩევნები, ოლიგარქი ივანიშვილისა და საარჩევნო დარღვევებზე პასუხისმგებელი ლიდერების დასანქცირება

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ამ დროისთვის ევროპის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის რამდენიმე წინასწარი ტექსტია დარეგისტრირებული.

დღეს ცნობილი გახდა ევროპის სახალხო პარტიის ტექსტის პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ EPP არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ოლიგარქისა და ყველა იმ პირის დასანქცირებას ითხოვს, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო დარღვევებზე:

1." ვაღიარებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; ვთვლით, რომ, რადგან კენჭისყრის ლეგიტიმურობა შეირყა დარღვევების მასშტაბების გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; შესაბამისად, უარს ვაცხადებთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოვითხოვთ, რომ გაიმართოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო ორგანოსა და მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი;

2. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე; ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, დაუყოვნებლივ და მიზანმიმართულად დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო;" ნათქვამია ტექსტში.

გუშინ გახდა ცნობილი პოლიტიკური ჯგუფ „განაახლე ევროპას“ (Renew) და "მწვანეების" რეზოლუციის პროექტები.

მომავალ კვირას, პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ტექსტებიდან ერთი შეჯერდება და კენჭი ეყრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი