ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ქადაგებისას პოლიტიკურ ძალებს მუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩვენო არეულობისგან და "ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს".
ასე იციან მთავრობებმა, მტრის სახეს შექმნიან, მერე მას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოოდ. ვინც ძლიერები ვართ, სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ, - ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებისას.
აქვე, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პოლიტიზირებულობის საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავებულია. 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ, ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც 28 აგვისტოს მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ სამღვდელოება აქტიურად ესწრებოდა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასაც. მიუხედავად ამისა, სასულერო პირები ხშირად ამბობენ, რომ მათი მხრიდან მსგავს ღონისძიებებზე სიარული პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილია.