გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა. ოლიგარქის რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო, საბოლოო ლოკაცია კი გმირთა მოედანია, სადაც აქცია ღამის 11:00 საათამდე გაგრძელდება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საბოლოოდ ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოყალიბდა, რაც ქართველი ხალხის არჩევანი არაა.
"ყველაზე ევროპული არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. მმართველობა გადაანაწილა 4 სუბიექტზე, იმიტომ რომ ევროპული მმართველობა უნდა.
კოალიციური ევროპული მმართველობა არის ამ ქვეყნის მომავალი და არა ივანიშვილის სანოტარო ბიურო. - განაცხადა ნიკა მელიამ.