იდენტობის პრობლემა გაქვთ, ვერ გაგიგიათ, მიშას ებრძვით, თუ ბიძინას - ბოკუჩავა "ევროპულ საქართველოს"

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა "ევროპული საქართველოს" წევრებს ეუბნება, რომ მათ ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან - სააკაშვილს, თუ ივანიშვილს. გარდა ამისა, ბოკუჩავასთვის სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საუბრობს მათსა და ენმ-ს შორის განსხვავებებზე ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკოს, რით განსხვავდება "ევროპული საქართველო" მმართველი ძალისგან. 

ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან - ბიძინას, მიშას, თუ ორივეს. იდენტობის პრობლემა აქვთ მათ. თუ ორივეს ებრძვიან, ეს არაადეკვატურია. "ევროპული საქართველო" ცდილობს, ამომრჩეველს დაანახოს რით განსხვავდება პარტია არა ხელისუფლებისგან, არამედ წინა ხელისუფლებისაგან, რომლის ნაწილიც თავად იყო, - ამბობს ბოკუჩავა "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები".

ცნობისთვის, "ევროპულმა საქართველომ" 6 სექტემბერს ამომრჩეველს გაუაზიარა ბუკლეტი, რომელშიც ჩამოწერილია, რით განსხვავდება პარტია, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობისგან", მეორე მხრივ კი, "ოცნებისგან".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი