ემიგრანტები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ | ევროპარლამენტის წინ ხვალ "ქართულ კარავი" გაიშლება

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის წინ ხვალ ემიგრანტები "ქართულ კარავს" გაშლიან. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და  შიმშილობას დაიწყებენ. ქართველი ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა მიტაცებული არჩევნების შედეგების არაღიარება და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასანქცირებაა, ვინც ჩართული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში.

"ხდება უპრეცედენტო რამ, ალბათ პირველად თანამედროვე ევროპის ისტორიაში ქარების მოძრაობა დგამს კარავს ევროპარლამენტთან სადაც იქნება 2 ძირითადი მოთხოვნა: არაღიარება ამ არჩევნების შედეგების და სანქცირება კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ არჩევნების მოპარვაში. ამავდროულად ამ კარავში გვიერთდება რამდენიმე ადამიანი არამარტო ბელგიიდან, ასევე  გერმანიიდან, შვეიცარიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან და მივმართავთ უკიდურეს ფორმას, ვიწყებთ შიმშილობას. ამას ექნება პერმანენტული აქციის სახე.

ევროპარლამენტთან დაიდგმება ქართული კარავი, სადაც ასევე ვიწვევთ ევროპარლამენტარებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს, რათა უკეთ ავუხსნათ რა ხდება საქართველოში," - აცხადებს ემიგრანტი რევაზ ბეროზაშვილი 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი