"ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო" | ქალების მარში თავისუფლების მოედნიდან ივანიშვილის სასახლისკენ მიემართება

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო" - ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად ქალები დღეს საპროტესტო აქციასა და მსვლელობას მართავენ. საპროტესტო მარში თავისუფლების მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლემდე გაიმართება. აქციის სიმბოლო სამგზავრო ჩემოდანია, რომელიც ქვეყნიდან სიღარიბეს გაქცეული ემიგრანტი ქალების ცხოვრებას გამოხატავს.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმაც. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვების და ძალადობის გამო იძულებით ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაგონილი იყოს, ემიგრანტი ქალების ხმა, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში.

აქციის მონაწილეები ოლიგარქიულ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქვეყნის და ოჯახების დატოვება ქალებს აღარ უნდა უწევდეთ.

"ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, თუ ვინმეს წასვლის დროა, ეს ბიძინას წასვლის დროა" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე უფლებადამცველი ბაია პატარაია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი