როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები | Post Factum-ის ინტერვიუ კაცთან, რომელიც ე.წ. კარუსელებში უშუალოდ მონაწილეობდა და ხმა 30-მდე უბანზე მისცა

გამოქვეყნდა:

როგორ მუშაობდა "ქართული ოცნების" გაყალბების სქემა, რომლის გამოყენებითაც პრორუსი ოლიგარქის პარტიამ 26 ოქტომბრის არჩევნები მოიპარა. Post Factum-მა ჩაწერა ინტერვიუ პირთან, რომელმაც არჩევნებზე ხმა 30-მდე უბანზე მისცა და ე.წ. კარუსელებში უშუალოდ მონაწილეობდა. 

არჩევნების გაყალბების სქემაში ჩართვის შეთავზება გოჩა ჩალაურმა, გარკვეული მატერიალური სარგებლის დაპირებით, პირდაპირ გორის მერის მოადგილისგან მიიღო. ამ დახმარების ნაწილის გაცემას ბიუჯეტიდან დაპირდნენ, რაც ჩალაურს ისედაც ეკუთვნოდა, როგორც მძიმე ავადმყოფსა და სოციალურად შეჭირვებულს. 

ჩვენი რესპოდენტი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და შესაბამისად, სქემა, რომელსაც ის აღწერს, მხოლოდ ამ ერთ მუნიციპალიტეტს ფარავს, მაგრამ სცენარი ანალოგიურია სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 

"ძალიან ბევრი გაყალბება იყო მომხდარი. ჩემნაირი... აიპების ხალხი იყო კიდევ ბევრი ძალიან, აი, დასაქმებული რომ ჰყავთ, აი, სკვერებს რომ ალაგებენ. ქალები, ისინი იყვნენ ძალიან ბევრნი. [ვიყავით] ახალდაბაში, გორის რაიონები რაც არის რა, თითქმის ყველა სოფელში, არცევი, სათემო, მარანა, ტყვიავი, დიცი და მთელი ხეობა რა. 

აი, საარჩევნო უბანთან როცა მივდიოდით, იქ მანქანა მხვდებოდა. წინასწარ უკვე ვიცოდით ნომრები, რა მანქანა იყო. გადავიდოდი იმ მანქანაში, ვეტყოდი, აი, თემურის ხალხი ვართ, 4 ვიყავით მანქანაში, 4 ფურცელი მინდა. თუ ვინმე ქალი გვყავდა მანქანაში, ვეუბნებოდით, 1 ქალი გვყავს, 2 კაცი. ქალისას ცალკე მაძლევდნენ ფურცელს, სახელი და გვარი ეწერა, და პირადი ნომერი, და კაცისას ცალკე. იქა პასპორტს არც უყურებდნენ. მე, მაგალითად, ჩემი პასპორტით შევდიოდი, ვადაგასული იყო საზღვარგარეთის პასპორტი, ფურცელს ნახავდნენ, პასპორტს უკან მაწვდიდნენ, ამ ფურცელზე იწერდნენ ამ პირად ნომერს მაგით ვაგებდით ბიულეტენს..." - ყვება ჩალაური.

როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები - იხილეთ გურანდა ავალიანის რეპორტაჟი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი