აუდიტორიებიდან გამოვედით გარეთ! ვიბრძვით თავისუფლებისთვის - ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა, ხვალ, 09:00-ზე, პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას შეუერთდება.
ხვალ პარლამენტის უკან წყდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი.
დილის 9 საათიდან გელოდებით სტუდენტებს, ლექტორებს, თანამოქალაქეებს, ჩვენი ფუნდამენტური უფლების, არჩევნების, დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რათა შევძლოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა ვეღარ დაექვემდებარება ცენზურას!
მაშინ, როდესაც ევროპული კარი გაიღო ჩვენთვის, არ გვაქვს გაჩერების უფლება.
ჩვენი განათლებისთვის ბრძოლა იწყება ხვალ 9:00 საათზე პარლამენტის უკან.
მოგიწოდებთ დატოვოთ აუდიტორიები და დავდგეთ ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - ნათქვამია განცხადებაში.