რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მივლენ და "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს სწორედ იქ გააპროტესტებენ. ისინი ღამეს პარლამენტთან გაათენებენ და არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას ადგილზე პროტესტით შეხვდებიან. 

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება.ა

ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

"გოგოებს ხელი არ დაადოთ, თორემ იცოდეთ, ყველას გიპოვნით საერთოდ. ეს არის ის ადამიანი, რომელიც სექსუალურად ავიწროებდა გოგოებს. შეათრიეს მანქანაში და მერე სექსუალურად შევიწროვეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ერთად და დავიძრათ მალე რუსთაველის გამზირისკენ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი