"ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე პარლამენტის უკან", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია საუბარი.

"გაყალბებული არჩევნებით დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ.

ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა - ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს თითოეულ ხმას და ვიმარჯვებთ.

სტუდენტები არ ვაპირებთ, შევეგუოთ გარუსებას, ცენზურას, თავისუფლების შეზღუდვას, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მასობრივ რღვევას და წართმეულ მომავალს.

ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე პარლამენტის უკან.

სხვებთან ერთად, თსუ-ს სტუდენტებიც ვტოვებთ აუდიტორიებს, გავდივართ პარლამენტთან და ვიბრძვით წართმეული ხმების დასაბრუნებლად.

გაიმარჯვებს საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი