თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე არიან წყლის ჭავლის ახალი მანქანებიც.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებიან.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან კი, 09:00 საათზე, დაგეგმილია საპროტესტო აქციაც სახელწოდებით - "ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა".