ხმაურია თავისუფლების მოედანზე. "ძლიერი საქართველოს" წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის ახალი მანქანიდან წყალი შეასხეს.
გეგელიამ საპოლიციო ძალებს ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევას, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა კითხვაზე პასუხი არავის გაუცია. სწორედ ამის შემდეგ გადაასხეს მას წყალი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებიან. პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე, დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით - "ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა".
იხილეთ ასევე:
ფოტო TV პირველის ლაივიდან