პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის კონსტრუქციებით გაამაგრეს და დააბოქლომეს - ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 საათზე, პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 09:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი, რომელზეც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებასა და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გააპროტესტებენ.
სამთავრობო კვარტლის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები. გამთენიისას მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, დაემატა სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის შსს-ს მიერ შეძენილი წყლის ჭავლის ახალი მანქანებიც.