ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია; ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ერთმა პარტიამ დღეს კონსტიტუცია თავზე დაიხია - "ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის შეკრებას პრეზიდენტი ზურაბიშვილი სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება: 

"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დრეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა, თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. 

ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.

მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს იჯდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამოდენიმე თვით , თუ რამოდენიმე კვირით, რა ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

"მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმების თუ დაჩოქების, სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს" ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.  

არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, მაგრამ ძალიან მალე, სწრაფად,  ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. 

თუ რამეს ვხედავთ ჩვენ ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. რომ ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ის ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ  ძალიან მალე დადგება დრო, ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის. " ამბობს პრეზიდენტი

პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა მთავარი მოვალეობაა ამ სიტუაციისთვის მომზადებაა და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ როგორც საკუთარი თავის, ისე პარტნიორების იმედი.

"მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში როგორც აქამდე ყოველჯერ, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები და გეტყვით რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები და მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის" განაცხადა პრეზიდენტმა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი