"მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს" | ნიკა გვარამია სტრასბურგიდან

გამოქვეყნდა:

მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს, - ამის შესახებ სტრასბურგიდან ჩართვისას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

"პრეზიდენტის განცხადება შესანიშნავია, ერთ რამეში არ დავეთანხმები, ამ პარტიამ თავზე გადაიხია კონსტიტუცია და ჩვენც გადაგვახია. მეორე გამონაკლისიც, რაშიც არ ვეთანხმები, ახალი თაობების მომავალი კი არა აწმყოა და უნდა იყოს. თუ არ მოგვწონს პოლიტიკური სპექტრი და ვითარება, მაშინ ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პრეტენზია, პრობლემა. როცა რამე არ მოგვწონს ჩვენი პირადი მაგალითით უნდა დავიწყოთ ამის შეცვლა. მესმის, რომ როცა ადამიანები ხმას აძლევენ, ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს იყო რუსული ოპერაცია და ოპოზიცია, ამ 12 წლის განმავლობაში პრაქტიკულად განადგურებული, შეუძლებელია რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი იმაზე რომ გაყალბება ვერ მოხდებოდა. რატომ ვარ სტრასბურგში - მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და დღევანდელი შეხვედრებიც, განსაკუთრებით ხვალინდელი შეხვედრები, ემსახურება იმას, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს. რამდენიმე მოკავშირე "ქართულ ოცნებას" ჰყავს, მაგალითად უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით და მუშაობა არის ყოველთვის საჭირო, რომ შედეგები დაიდოს. მე მივიღებ მონაწილეობას დებატებში და იმედი მაქვს, რომს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დებატები იქნება რეზოლუციასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველაფერს გვაკეთებთ იმისისთვის, რომ რეზოლუცია იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ჩვენი მოწოდებები იქნება არა მარტო არაღიარებასთან დაკავშირებით, არამედ, მაგალითად პრეზიდენტი მიერ ნახსენები ცესკოს თავმჯდომარის დასანქცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი