ხვალ, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაანონსდა

გამოქვეყნდა:

ხვალ, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაანონსდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯგუფ "დაიტოვე"-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია.

"ხვალ, 26 ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის "შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე", აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. მოგიწოდებთ, 11 საათიდან შევიკრიბოთ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან და ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არალეგიტიმური არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაიკავებენ ადგილებს საბჭოში, რომელიც არა "ქართული ოცნების", არამედ აჭარის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს! შეგუების დრო არ არის! გელით ხვალ, 11 საათიდან უმაღლესი საბჭოს შენობასთან!  საქართველოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა გრძელდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი