"ვუერთდებით პროტესტს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს" | კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები

გამოქვეყნდა:

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები მანიფესტს აქვეყნებენ.

მანიფესტში ნათქვამია, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ასუსტებს მთელ სახელმწიფოს და დაუცველს ტოვებს მას შიდა და გარე საფრთხეების წინაშე. ხელმომწერები უერთდებიან საზოგადოების პროტესტს და ითხოვენ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს.

"კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი: საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ ეჭვებს იწვევს, ვინაიდან თავისუფალ დამკვირვებელთა აღნიშვნით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც  მცირე დარღვევები შეინიშნებოდა, გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო მმართველმა პარტიამ მხოლოდ იქ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას (უსამართლო გარემო, ძალადობა, დაშინების და მოსყიდვის ფაქტები, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაცარიელებულ სოფლებში გახსნილი უბნები და ა.შ.).

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ასუსტებს მთელ სახელმწიფოს და დაუცველს ტოვებს მას შიდა და გარე საფრთხეების წინაშე.

"ქართული ოცნების" პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ არჩევანს, ვინაიდან მათ მიერ აღებული კურსი მხოლოდ რუსეთის და სხვა რამდენიმე ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის მიერ არის მოწონებული.  ბოლო დროს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგა ავტოკრატიული მმართველობის გზას, სადაც ადამიანის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. იმის ნაცვლად, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებებზე მოდიოდეს და საერთაშორისო პარტნიორებს უსმენდეს, ისინი ძალის გამოყენებით ცდილობენ მშვიდობიანი აქციების მონაწილეების დაშინებას და დევნას.

კონსერვატორიის კურსდამთავრებულების მთავარი ასპარეზი იყო და არის დასავლური თავისუფალი სამყარო. ვამაყობთ იმ ფაქტით,  რომ თბილისის კონსერვატორიის აღზრდილები  დღეს იპყრობენ საშემსრულებლო, საკომპოზიტორო თუ მუსიკისმცოდნეების სფეროს მწვერვალებს და ამით მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ევროპული და მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში. ევროინტეგრაცია მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთელი საქართველოს ნათელი მომავლისთვის.

ვგრძნობთ რა იმ  საფრთხეს, რაც გველის, ვუერთდებით პროტესტს და ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ  გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს, რომელიც არავის დაუტოვებს ეჭვებს, დაძლევს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას და ქვეყანას დააბრუნებს დემოკრატიული განვითარების გზაზე", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  1. ნინო ბანცაძე
  2. როლანდ შუღლიაშილი
  3. ლიკა ჯგერენაია
  4. ქეთევან ალექსიშვილი
  5. თეა ბახტაძე
  6. მარია ლისენკო
  7. თორნიკე ქარჩხაძე
  8. ანა ქასრაშვილი
  9. თამარ ბულია
  10. ნია ბარაბაძე
  11. ანნა ნიკოლოზიშვილი
  12. თამარ ჟვანია
  13. თათია გვანცელაძე
  14. სოფიო ძიძიგური
  15. თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
  16. ნინუცა დოღონაძე
  17. ანი გიგაური
  18. ნინო ჟვანია
  19. ქეთი ელიავა
  20. ანა ქორქაშვილი
  21. ერეკლე გუჯეჯიანი
  22. მზია ჯაფარიძე
  23. ნინო ჭაბაშვილი
  24. ლაშა ლეკიშვილი
  25. ანა ჭელიძე
  26. გიორგი ძამუკაშვილი
  27. სოფია ტორაძე
  28. თორნიკე ტაბატაძე
  29. ელისაბედ კერესელიძე
  30. ეკა ბოკუჩავა
  31. ნუნუ გაბუნია
  32. გვანცა ბუაძე
  33. ნინო გვეტაძე
  34. მიხეილ ოთარაშვილი
  35. დავით შუღლიაშვილი
  36. ხათუნა ლოლაძე
  37. თეიმურაზ ელიავა
  38. ქეთევან ბადრიძე
  39. დავით მაჭავარიანი
  40. რეზო კიკნაძე
  41. მარიკა სარჯველაძე
  42. მარიამ მაკალატია
  43. ანასტასია ქაქუტია
  44. რუსკა ტყეშელაშვილი
  45. თამარ კორძაია
  46. მაია სიგუა
  47. ნანა შარიქაძე
  48. თამარ ებრალიძე
  49. გიორგი მარდალეიშვილი
  50. ლაშა კვარაცხელია
  51. სანდრო ტუღუში
  52. ნია ჭიტაძე
  53. თორნიკე ბერიძე
  54. ლუკა სირაძე
  55. თინათინ გაბისონია
  56. კახა მეტრეველი
  57. ლევან გაგულიძე
  58. სოსო ნინიკელაშვილი
  59. გულიკო კარიაული
  60. ნინო კახიანი
  61. რუსუდან ქუთათელაძე
  62. დავით გოგოლაშვილი
  63. ელენე გოგოძე
  64. მარიამ ზურაბიშვილი
  65. გიორგი ვაშაყმაძე
  66. მარიამ უსანეთაშვილი
  67. დაჩი თაქთაქიშვილი
  68. თენგიზ ჩაჩავა
  69. დალი მახარაძე
  70. საბა ფადიურაშვილი
  71. თინათინ დოლიძე
  72. საბა გაბისონია
  73. გიორგი ჟორდანია
  74. თეონა რუხაძე
  75. ანა მესხი
  76. ერეკლე სამადაშვილი
  77. მალხაზ ერქვანიძე
  78. ქეთევან დავითაშვილი
  79. სოსო ცოცხალაშვილი
  80. სოსო პაპიძე
  81. ნინო მაჭავარიანი  
  82. გიორგი კიკაბიძე
  83. არჩილ ხარაძე
  84. დალი ბერიკელაშვილი
  85. სოფიო გორდელაძე
  86. ივერი კეკენაძე
  87. დოდო დიასამიძე
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი