"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს დღეს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს - განცხადება ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. 

გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ამ დროისთვის მხოლოდ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიმართა. ინდივიდუალურად კი პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა გიორგი ვაშაძემ. ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად ასევე დღეს, მიმართავს.  გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი