საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამაც" მიმართა

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციაში სოფო ჯაფარიძემ მიიტანა.

"მოვიტანეთ განცხადება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ხელმოწერით, რომელიც კანონით დადგენილი წესით, ცესკოს ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სია, რადგან ენმ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩვენი განცხადების. სამი დღის ვადაში ველოდებით რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილე კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება და შემდგომ, ყველა ნაბიჯს და ყველა დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ არასოდეს ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია" განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

ამ ეტაპზე, ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით სამივე კოალიციას აქვს მიმართული - "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერ საქართველოსა" და "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას".

ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია გახარიას პარტიას, სადაც აცხადებენ, რომ  ამ ნაბიჯს გადადგამენ მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი