"პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს" - ასე პასუხობს "მთავარი არხის" შეკითხვას "ოცნების" თვითგამოცხადებული დეპუტატი ლაშა ტალახაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტალახაძეს პრეზიდენტისგან რამდენიმე თვის წინ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, "ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა დღეს პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა
.
სახელდებოდა ორი სავარაუდო კანდიდატი - "მთავარის" ინფორმაციით, ესენი იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და კოკო გამსახურდია, თუმცა ამ ინფორმაციას თვითაღიარებული ხელისუფლება ამ ეტაპზე არ ადასტურებს.