თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! - ჯგუფ "დაიტოვე"-ში, 30 ნოემბერს, საპროტესტო მსვლელობა დაანონსდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეკრება 16:00 საათზე, ახმეტელის მეტროსთან დაიწყება და დემონსტრანტები გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ გაემართებიან.
"მეგობრებო, ჩვენ არ ვჩერდებით! ახლა ჩვენს თანამებრძოლებს და მეგობრებს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ციხეში მყოფ ბიჭებს უნდა მივაკითხოთ. ვანახოთ რომ ბოლომდე მათთან ვართ!" , - წერია გავრცელებულ განცხადებაში.