სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შავი წერტილი, გამოფინეს

გამოქვეყნდა:

სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შავი წერტილი, გამოფინეს. 

მანამდე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია შეხვდა პეტრას ავსტრევიჩუსს. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო. როგორც ის ამბობს, ახლა მთავარია არაღიარების გაგრძელებაზე მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

სტრასბურგში  პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც. 

ევროპარლამენტში საუბრობენ იმაზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ დღის წესრიგში დგება პერსონალური სანქციების გამკაცრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი