"ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება... რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ", - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს.
"ჩვენზე ზეწოლით, რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ, მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ და კიდევ ბევრს ვიმუშავებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულმა არალეგიტიმურმა ინსტიტუტებმაც ვერ მიიღონ ლეგიტიმაცია. და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი", - აცხადებს გახარია.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით "კოალიცია ცვლილებისთვის" შემდეგ "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომაც" მიმართეს. პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით დღეს ინდივიდუალურად მიმართა გიორგი ვაშაძემ.