"გვყავს პოლიტიკური პატიმრები... მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროპარლამენტარებსა და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სტრასბურგში საუბრობს.
არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება გაუქმდეს ეს შედეგები, მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" შეკრიბა პარლამენტი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე. შესაბამისად, ლეგიტიმურობა ამ ადამიანების შეკრებისა, რომლებიც თავიანთ თავს პარლამენტის წევრებს უწოდებენ, უნდა იყოს დაუშვებელი და ეს უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციური წესრიგის მოშლის მცდელობად ქვეყანაში.
ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს პატიმრები და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.