არჩევნები საქართველოში ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად... არაერთხელ ვისაუბრეთ სანქციებზეც, რომელიც უნდა დაუწესდეს ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს... - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სტრასბურგში, ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
ნათელია, რომ არჩევნები საქართველოში ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემი აზრით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამის ციტირებას გავაკეთებ კიდევ ერთხელ - არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ გულდასმითი დაკვირვების შედეგად, რათა უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება. არ ვიცი რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე რეაქციას, თუმცა ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომლის წინაშეც ვართ ამ ქვეყანაში, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ცალსახაა. მეორე მხრივ, კიდევ, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები. სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. მაგრამ ამჯერად ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომელიც პასუხისმგებელია ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახა კალაძეზე... რა თქმა უნდა სხვებიც, რომლებიც არ არიან აღნიშნულები ამ ჩამონათვალში, ისინიც მოითხოვენ სანქციებს ამ ადამიანებისთვის", - განაცხადა იუკნევიჩიენემ. [სინქრონული თარგმანი]