"ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ ამგვარი შედეგებით წინ წაიწიოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა სტრასბურგში, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
...საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რაც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას. და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმაზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არ არის თავისუფალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ევროკავშირი, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა ამ არჩევნებს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება საქართველოს სტატუსს კანდიდატი ქვეყნისა," - განაცხადა აუსტრევიჩუსმა. [სინქრონული თარგმანი]