ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა "ოცნების" მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებაც არალეგიტიმურია და ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას:
"გვინდა გამოვეხმაუროთ უკანონო და არალეგიტიმური გზით ხელისფლების მიმტაცებელ პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს.
ჩვენ, სტუდენტები, პირველ რიგში, სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად, ვიბრძვით განათლებისთვის, ეს უკანასკნელი კი, მიხეილ ყაველაშვილს არ მიუღია. მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც სტუდენტების, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცინვა და შეურაცხყოფა.
მიხეილ ყაველაშვილი შეუფერებელია აღნიშნული პოზიციისთვის და ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას. მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება კი პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას.
არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია." აცხადებენ სტუდენტები
ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დღეს პირადად ოლიგარქმა ივანიშვილმა წარადგინა.
იხილეთ: