პარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება | ოლიგარქის პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფია

გამოქვეყნდა:

მიხეილ ყაველაშვილის "პოლიტიკური კარიერა" საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდან დაიწყო. ის მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  ბიოგრაფიაში, ცარიელია ველი ყაველაშვილის განათლების შესახებ. 

2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

აღსანიშნავია, რომ უდიპლომობის გამო, ყაველაშვილი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა. 

სამუშაო გამოცდილებაში კი მითითებულია მისი სპორტული საქმიანობა:

  • 2016 - 2016
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი
  • 2009 - დღემდე
  • FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი
  • 2005 - 2006
  • „გაზელი“, ფეხბურთელი
  • 2004 - 2005
  • „არაუ“, ფეხბურთელი
  • 2004 - დღემდე
  • „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
  • 2003 - 2004
  • „სიონი“, ფეხბურთელი
  • 2002 - 2003
  • „ლუცერნი“, ფეხბურთელი
  • 1999 - 2002
  • „ციურიხი“, ფეხბურთელი
  • 1997 - 1999
  • „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი
  • 1995 - 1997
  • „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი
  • 1994 - 1995
  • „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
  • 1988 - 1995
  • „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი

შეგახსენებთ, ოლიგარქმა პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი