"თავიდან გადამალავენ ტექსტებს, მნიშვნელოვან მომენტებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ცოდნა გაქრება" | "კოალიცია ცვლილებისთვის" საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულ საკითხებზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში, ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

კოალიციის წევრის, ვანო წერეთლის განცხადებით, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების მორიგი ავანტიურა, რომელიც ხელს უწყობს წარსულზე ტოტალური კონტროლის დაწესებას, ოკუპანტი რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლას და საქართველოს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილის აღქმის საფუძვლების მოშლას. 

"მოგეხსენებათ, რომ არალეგიტიმურმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წამოიწყო მორიგი ავანტიურა და დაიწყო ისტორიისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამებიდან ისეთი მოვლენების, ფაქტებისა და ტექსტების ამოღება, რომელიც ხელს უწყობს წარსულზე ტოტალური კონტროლის დაწესებას, ოკუპანტი რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლას და საქართველოს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილის აღქმის საფუძვლების მოშლას. 

ამას აკეთებს ძალიან ბინძური მეთოდებით, გეგმავს ისეთ ბინძურ მეთოდებს, რომ კიდევ ერთხელ მოითვინიეროს საგანმანათლებლო სივრცე და ამ სიბინძურის ფსკერი გახლავთ ის რომ გათვლილი არის მოსწავლე ახალგაზრდობის ცოდნის შეცვლა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 

რადგანაც ვიცით, რომ ეროვნული იდენტობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებისთვის სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხოლო ეროვნული იდენტობის მთავარი კითხვა, რომელიც ჟღერს ასე, ვინ ვართ ჩვენ? მოითხოვს იმ ცოდნას, რომელიც ძირითადად ყალიბდება ამ ორი საგნის ფარგლებში. ახლა რას ვიღებთ ჩვენ, "ქართული ოცნება" რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების მეთოდების გამოყენებით, ცდილობს საკუთარი ინტერესების ფორმასა და შინაარს დაუქვემდებაროს ეს ცოდნა. ამის შემდგომ ვიღებთ რას, ჯერ თავიდან გადამალავენ ტექსტებს, გადამალავენ მნიშვნელოვან მომენტებს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს გაქრება, ცოდნის მიღმა დარჩება და ახალ თაობას, რომელიც გაიზრდება, უბრალოდ წარმოდგენა აღარ ექნება რა ხდებოდა, მაგალითად მე-19 საუკუნის დასაწყისში, როგორ იბრძოდნენ ქართველები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 

ან კიდევ, რაც უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ისეთი ტექსტების ლიტერატურიდან, რომელიც დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის თუ აკაკი წერეთლის სახელებთან, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ვაჟა-ფშაველას ტექსტს "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" იმდენად, რამდენადაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აღიარებული ტექსტი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ და წარმოადგენს მთავარ საყრდენს, თუ რატომ არის საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ეს ტექსტი გვკარნახობს და გვასწავლის როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას - ვინ ვართ ჩვენ? - რადგანაც აქ არის ყველაზე კარგად ახსნილი ის როგორ უნდა იყოს ერთი და იგივე დროს თანამედროვე ადამიანი როგორც სამშობლოს მოყვარული, ასევე კოსმოპოლიტი. 

ამიტომაც ეს არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რომელიც მიმართულია, რომ საქართველო იყოს იზოლირებული და დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიასთან და ამას რა თქმა უნდა, კეტავს. ახლა ვნახოთ რა მექანიზმებით ახდენს ამას.

 "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების მოპარვამ გვიჩვენა, რომ მას უყვარს სწორედ ჩახლართული სქემები და აქაც სწორედ ეს არის, ის მზაკვრული სქემა სწორედ ამაში გამოისახება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ ეს ტექსტები არ იქნება ამოღებული სასწავლო მასალებიდან და პროგრამებიდან, აქ სხვაგვარად არის საქმე, სამწუხაროდ საქართველოში ცოდნა დამყარებულია არა იმაზე რომ უნდა ისწავლო და მიიღო ეს ცოდნა, არამედ იმაზე რომ უნდა ჩააბარო მისაღები გამოცდები. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტებს, როგორც მასწავლებელი ისე მოსწავლე იმისათვის რომ მიიღოს ცოდნა, ალაგებს იმის მიხედვით რა საკითხებია შეტანილი საგამოცდო საკითხებში და საგამოცდო პროგრამაში. ამიტომ დღეის ამას იქით არცერთი მოსწავლე და არცერთი მასწავლებელი ყურადღებას აღარ გაამახვილებს იმ საკითხებზე, რომელიც ამ ჩამონათვალში არ გვხვდება. ამიტომაც დავარქვით ჩვენ ამას გადამალვა, რადგანაც ამ გადამალვის მერე, დროთა განმავლობაში ეს ცოდნა აუცილებლად გაქრება და ჩვენ მივიღებთ თაობას, რომელსაც აღარ ეცოდინება, როგორ უნდა გახდეს თავად ქართველი და ამასთანავე დასავლელი ცივილიზაციის ნაწილი. 

ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მოკლე ხნით ადრე გააკეთა განცხადება, სადაც ასევე დაამახინჯა საქართველოს წარსული. 2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს და ჩვენ მთელ საზოგადოებას მოგვთხოვა, რომ ბოდიშ მოგვეხადა ოკუპანტი რუსეთისა და დამპყრობლის წინააღმდეგ. 

მე ასევე გავახსენებ და არ გავცდები ისტორიას, გავახსენებ "ქართულ ოცნებას" 1978 წლის ამბებს, ქართულ ენასთან დაკავშირებულ ამბებს და ძალიან ხაზგასმით ვიტყვი, რომ არცერთი ბრძოლა ქართველ ხალხს, საკუთარი იდენტობის მთავარი მარკერებისთვის არცერთ ბრძოლაში არ წაუგია, თვით საბჭოთა იმპერიის პერიოდშიც კი, როდესაც ის ძლიერების ზენიტში იყო, არ დაკარგა ქართული ენა როგორც იდენტობის მთავარი მარკერი. 

ამიტომ ჩვენც ახლა, თანამედროვე ქართველები არ დავთმობთ ჩვენ საკუთარ წარსულს, ჩვენს მომავალს და აუცილებლად დავასრულებთ "ქართული ოცნების" ძალადობრივ ხელისუფლებას. გამოსავალი არის ერთადერთში ჩვენ ყველამ ფოკუსი უნდა გავაკეთოთ იმისკენ, რომ მოვითხოვოთ არჩევნები, რადგან არჩევნებია გამოსავალი და ეს არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს დემოკრატიული თამაშის წესების დაცვით," - განაცხადა ვანო წერეთელმა. 

იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი