“ჰაიდელბერგ ცემენტი” გავიდა ქართული ბაზრიდან; ტენდენცია კარგი არ არის | გერმანიის ელჩი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”. დიპლომატის კომენტარს BMG ავრცელებს. ელჩმა ამის შესახებ „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ საუბრისას განაცხადა

წამყვანის კითხვას, რომელიც ქართული და გერმანული კომპანიების ურთიერთობას, ასევე გერმანიიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების ტენდენციას,  ფიშერი პასუხობს, რომ საქართველოდან ისეთი მსხვილი გერმანული კომპანია გავიდა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო.

„უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც “ჰაიდელბერგ ცემენტია”, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი