საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
"გილოცავთ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მე მჯერა, რომ თქვენ იგივე მონდომებით, როგორც ადრე, გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ძლიერი ევროპის საქმის დაცვას. დღეს რთული პერიოდის წინაშე ვართ. ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ახალი ევროკომისია მისცემს ძლიერ მიმართულებას ჩვენს ქვეყანას, ევროპული გზის აღდგენაში დახმარებისთვის", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ასევე იხილეთ: