სასამართლომ გიორგი ლიფონავა 2 500 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ, დღეს, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა, 2 500 ლარით დააჯარიმა. 

გიორგი ლიფონავა ცესკოს შენობასთან პოლიციამ 16 ნოემბერს დააკავა, როდესაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოსაცემი სხდომის პარალელურად, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა სცადეს. ლიფონავამ დროებითი დაკავების იზოლატორი 18 ნოემბერს დატოვა

ლიფონავასთან ერთად კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი, რომელის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი