"შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სრული ეთერი რუსთავი 2-ზე არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. მითუმეტეს, ეს გააკეთა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ. როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი. კი, ეს იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ამ ქვეყანაში ის, რაც მან გაბედა. არ დაგვავიწყდეს, დანაშაულთა ერთობლიობა აქვს (ძალადობისკენ მოწოდების საქმეც პროკურატურაში თაროზე დევს)."
წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პაპუაშვილის რუსულ განცხადებებზე.