"ქართული ოცნებისა" და რუსთაველის გამზირის პარალელურად, მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც იკრიბებიან - როგორც ცნობილია, ათონელის სასახლეში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პრეზიდენტი დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. ათონელის სასახლეში მივიდნენ პროევროპული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

აღნიშნული შეხვედრა პრეზიდენტმა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც თვითაღიარებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა: "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი".

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი