მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე:
მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდე რაღაცა არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, რაც ხდება, მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ხალხის და საზოგადოების მოთხოვნა - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ვიბრძვით" განაცხადა პრეზიდენტმა.
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტმა თვითგამოცხადებული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილების - შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შემდეგ, საგანგებო შეხვედრები ჩანიშნა და გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
იხილეთ ასევე: