ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გინსბურგის ადგილზე 48 წლის ბარეტი წარადგინა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ემი კონი ბარეტი წარადგინა

აქვე, ახალი მოსამართლეობის ახალი კანდიდატი 18 სექტემბერს გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს დაიკავებს, თუ ტრამპის არჩევანს სენატიც დაამტკიცებს. 

"პატივი მაქვს, უზენაეს სასამართლოს წარვუდგინო უმაღლესი ინტელექტის მქონე, შეუდარებელი მიღწევების ქალი" - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე ბარეტზე საუბრისას. 

48 წლის ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ანტონინ სკალიას ყოფილი მდივანია. სკალია ამერიკული სასამართლოს კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელია და წარდგენისას არც ბარეტს დაუმალავს, რომ მოსამართლის "იურიდიულ ფილოსოფიას იზიარებს". 

მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი კონსტიტუცია. მოსამართლე უნდა ხელმძღვანელობდეს დაწერილი წესებით - ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, რომ ისინი შევადგინოთ, - თქვა ბარეტმა. 

შეგახსენებთ, რომ გინსბურგი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი იყო. ის აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, თანასწორობისთვის, აბორტის უფლებისთვის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის. რაც შეეხება ბარეტს, გავრცელებული ინფორმაციით, ის მორწმუნე კათოლიკეა და მხარს არ უჭერს არც აბორტის დაკანონებას, არც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი