"მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - უნდა იყოს ახალი არჩევნები! ჩვენ გვაქვს ერთი რამ დასაცავი - სამშობლო... უნდა ვიდგეთ ყველანი ერთად და ასეც იქნება" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები! ჩვენ გვაქვს ერთი რამ დასაცავი სამშობლო... უნდა ვიდგეთ ყველანი ერთად და ასეც იქნება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან და პროდასავლურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

"მე ვერ შევამჩნიე ლიდერებს შორის რაიმე უთანხმოება. მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები. წერილი. ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, ამ ქვეყანას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ. ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს საუბარი, როდესაც კატასტროფულად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება უკვე გამოქვეყნებული. პრეზიდენტი მოწვევა ოპოზიციური პარტიების იყო აბსოლუტურად სწორი, დროული და გარკვეულწილად, საუბარი ერთიანობაზეც იყო სწორი და დროული. ჩვენ გვაქვს ერთადერთ რამ დასაცავი სამშობლო. მეტი ამ წუთში არ წყდება არაფერი. წყდება ერთი რამ - სამშობლოს ბედი. ამ ბედს ჩვენ ყველანი ერთად გადავწყვეტთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი