დროა ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დროა ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ! ნუ მისცემთ რუსეთს თავისუფლად სვლის საშუალებას! ქართველი ხალხი იცავს ევროპულ მომავალს და ასე იქნება, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი