დღესაც გავიმეორებ, საჩხერეს სხვა რეგიონებთან შედარებით აქვს გარკვეული უპირატესობა - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმა, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო უნდათ. მისი თქმით, საჩხერეს სხვა რეგიონებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გააჩნია.

მარტივ რამეს ვგულისხმობდი და დღესაც გავიმეორებ, სხვა რეგიონებთან შედარებით საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და კიდევ ბევრ რამეში. ზოგიერთ ჯერ კიდევ სამწუხაროდ, ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს [მოდელი], - თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენის დროს პრემიერმა თქვა, რომ საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო უნდათ. მან ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის წვლილი გამოყო და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს პერიოდში საჩხერის მსგავსი იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი