
ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 27 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარიდანაა, 46 - თბილისიდან
ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია - 294 ინფიცირებულიდან 193 - აჭარიდანაა, 46 - თბილისიდან, 16 - გურიიდან, 14 - იმერეთიდან, 11 - სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 5 - სამცხე-ჯავახეთიდან, 5 - ქვემო ქართლიდან, 4 - შიდა ქართლიდან, 2 - კახეთიდან, 1 კი - მცხეთა-მთიანეთიდან, - თქვა ენდელაძემ.
ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა მძიმეა და მათგან 16 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აქვე, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 900 000-ზე მეტი.