ერთიანები ვართ სისტემის შეცვლაში და არა ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის და ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია არსებული სისტემის შეცვლის საკითხში და არა ვინმე კონკრეტული პირის ძალაოფულებაში მობრუნებაში. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები.... ერთიანები ვართ არსებული სისტემის შეცვლაში, მაგრამ ვერ და არ ვიქნებით ერთიანები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში და მოსვლაში. ერთიანები უნდა ვიყოთ კოალიციის შექმნის საკითხში, ამასთანავე უნდა ვანახოთ განსხვავებები, რომ ამ კოალიციაში მეტი წილი გქონდეს. ერთიანები ვართ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში, მაგრამ ნაბიჯებს შეიძლება განსხვავებულად ვხედავთ და ამაზე კოალიციაში ჭიდილი მხოლოდ კარგს მოიტანს. ერთიანები ვართ პროდასავლურ კურსში და ა.შ.... მოკლედ ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფორმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მთელ პროცესში. სწორი ფორმის ნახვა, სადაც კამათობ და არა იბრძვი გასანადგურებლად, კატეგორულად არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ცემ. ყველას მოგვიწევს ამ სწორი ფორმის ნახვა, - წერს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, რთულია განსხვავებების ჩვენებათი ერთიანობა არ "შემოიმსხვრეს", ან პირიქით, თუმცა ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ არც არავინ გაჩუმდეს ხმებისთვის და არც განსხვავებულობა გადაიზარდოს ხალხის დამაბნეველ პროცესად.

ხოშტარია ამ ფორმით გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ოპოზიციაში შექმნილ დაძაბულობას საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით. კამათი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ, სალომე სამადაშვილისა და "გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განსხვაებულ პოზიციებს მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი