"გამოფხიზლდა? თუ ჯერ კიდევ ნაბახუსევზეა და სისულელეებს ლაპარაკობს?" - ასე პასუხობს გიორგი გახარია თვითგამოცხადებულ პრემიერ კობახიძის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც ევროკავშირის ელჩებს დაემუქრა.
გახარიას თქმით, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების კომენტირებას აზრი არ აქვს:
"მე ერთ რამეს გეტყვით - შეშინებული მონები, ესენი ხომ არ არიან თავის ნების გამომხატველი ადამიანები? აქამდე ხომ არ ვკადრულობდი მე ბევრ რაღაცას, უბრალოდ, დღეს, იმიტომ რომ ისინი არალეგიტიმური, უკანონო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და ჩვენ ყველანაირი თავისუფლება გვაქვს ამ ქვეყანაში , ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი...
აზრი არ აქვს ამათ კომენტირებას იმიტომ, რომ ეს ის ხალხია დღეს რომ გააკეთებს რაღაც განცხადებას შეუძლია ხვალ გამოვიდეს და აბსოლუტურად საპირისპირო თქვას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მათი ცირკის დირექტორი რანაირ განკარგულებას მისცემს. დღეს ასეთი მიიღო, ხვალ შეიძლება სხვა რამე თქვას, ზეგ შეიძლება საერთოდ თქვას რომ მე ეს არ მიგულისხმიაო, კი ვთქვი, მაგრამ სხვა რამე ვუგულისხმეო " განაცხადა გახარიამ.