ლარი დოლართან ერთ დღეში 4 თეთრით გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1აშშ დოლარი 2.7794  ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსი 2.7418 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0376 ლარი შეადგინა

გაცილებით მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 16:30 საათისთვის 2.7998 ლარი იყო.

ლარი 4 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც. ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით ერთი ევრო 2.9348 ლარი ეღირება, ცვლილებამ 0.0441 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით 1 ევრო 2.8907 ლარი ღირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი