გუშინვე ყველას უნდა ჩატარებოდა ტესტირება - ადვოკატი რუსთავის ციხეზე

გამოქვეყნდა:

ადვოკატი გოგა ონიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა პატიმრებს PCR ტესტირება ჯერ არ ჩატარებიათ. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირს შეხება ჰქონდა საკვებთან, რომლებიც პატიმრებთან შედის. 

გუშინვე უნდა გაკეთებული PCR ტესტირება, როგორც თანამშრომლებზე, ასევე ყველა პატიმარზე. საუბარი იმაზე, რომ ეს ქალბატონი არ შედიოდა პატიმრებთან არაა რელევანტური ვინაიდან შესვლაზე უფრო მეტი შეხება გაქვს, როდესაც პატიმრებთან შესატან საკვებს ამუშავებ. ხელთათმანი არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი არ გავრცელდება, - ამბობს გოგა ონიანი.

შეგახსენებთ, რომ N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ, 26 სექტემბერს დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს, - წერია უწყების განცხადებაში.

აქვე, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 5 254;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 906;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 28
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 674
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი